17 არასამთავრობო ორგანიზაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის წინასწარი პატიმრობის გადაწყვეტილების გარშემო შექმნილ ვითარებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.
დოკუმენტის ხელმომწერები ამბობენ, რომ ნიკა მელიას საპოლიციო ძალის გამოყენებით დაკავებისკენ გადადგმული ნაბიჯები ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას და კიდევ უფრო აღრმავებს დემოკრატიის კრიზისს ქვეყანაში.
არასამთავრობო ორგანიზაციები მოუწოდებენ შსს-ს არ დაიწყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება იქამდე, სანამ დაცვის მხარე არ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ყველა შესაძლებლობას.