დიდთოვლობის გამო, ქობულეთში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება

18 თებერვალი 2021, 13:30 920 ნახვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 30-35 სმ-ს აღწევს. ქობულეთის მერიის ინფრომაციით,მიმდინარეობს სოფლის ცენტრებთან მისასვლელი გზების  აღდგენითი სამუშაოები. ამ დრომდე ვერ ხერხდება შიდა სასოფლო გზების გაწმენდა.

 ელექტრო-ენერგია არ მიეწოდება ცეცხლაურისა და ჯიხანჯურის დასახლებას. გასულია "ენერგო-პრო ჯორჯიას" ავარიული ბრიგადები და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ყველა წარმოქმნილ პრობლემაზე მოხდება მყისიერი რეაგირება, მათივე განმარტებით, ამისთვის მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი