საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 9 პაციენტი

18 თებერვალი 2021, 11:25 784 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 365 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

გამოჯანმრთელდა კიდევ 539 პაციენტი. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ ცხრა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 3 399-ია.

ბოლო 24 საათში 17 188 ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 9 866, პისიარ ტესტი – 7 322.

დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,12 პროცენტი, ბოლო 14 დღის – 2,7 პროცენტი, ბოლო 7 დღის – 2,3 პროცენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში