საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ფლეი ოფი გაინაღდა

17 თებერვალი 2021, 22:14 1071 ნახვა

ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში წყალბურთში ტოკიოს ოლიმპიადის სალიცენზიო ტურნირი გრძელდება. საქართველოს ნაკრებმა მეოთხე დღეს ბრაზილიის ეროვნული ნაკრები 4 ბურთიანი სხვაობით 12:8 დაამარცხა და ფლეი ოფში ადგილი გაინაღდა.

დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილ საქართველოს ნაკრებს 2 მოგება და ერთი მარცხი აქვს. ქართველი წყალბურთელები 4 ქულით საბერძნეთის ნაკრებთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ბოლო შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ჯგუფის ლიდერ მონტენეგროს ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

სალიცენზიო ტურნირზე ორ ჯგუფში 11 გუნდი (თურქეთის ნაკრებმა კორონავირუსზე ტესტი ჩააგდო) მონაწილეობს.

ფლეი ოფში თითოეული ჯგუფიდან 4-4 გუნდი გადის. საერთო ჯამში კი ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიას 3 ნაკრები მიიღებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში