2011 წელს ლიბიაში საპროტესტო აქციები და ამ ქვეყანაში ნატოს შეჭრა ლიბიის რესურსების გაკონტროლების მიზნით დასავლეთის დაგეგმილი აქცია იყო. ამის შესახებ მუამარ კადაფის მთავრობის ყოფილმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა მუსა იბრაჰიმმა განაცხადა. 10 წლის წინ 2011 წლის 15 თებერვალს ლიბიაში საპროტესტო აქციები დაიწყო ქვეყნის ლიდერის მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით, რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტხანს მართავდა. იბრაჰიმის თქმით, ჯამაჰარიის ხელისუფლებამ საპროტესტო აქციების დაწყების დღიდან ლიბიის წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ იცოდა და ამის შესახებ არაბეთის რეგიონსა და აფრიკაში მეგობრებს შეატყობინა. პოლიტიკოსის განცხადებით, ლიბიაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეჭრის მიზეზი მუამარ კადაფის კურსი გახდა, რომელიც დასავლური ჰეგემონიისგან აფრიკის გათავისუფლებას გულისხმობდა.