შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა.
საქართველოს მოქალაქის ტვირთს, რისკის პროგრამის საფუძველზე, კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.
მებაჟე ოფიცრებმა დოკუმენტების კამერალური შემოწმების და ტვირთის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს, რომლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 10 048 ლარი შეადგინა.
მოქალაქე 10 048 ლარით დაჯარიმდა.