ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 17 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე რეგიონში covid-19 35 218 ადამიანმა დაამარცხა.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 166 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 39, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 5 ადამიანი.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 238 ადამიანი, მათ შორის აჭარაში 45.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 724 ადამიანი, თბილისში - 6 752 პირი, ხოლო აჭარაში - 597.