კონტაქურ კარატეში აჭარის თასის მფლობელი დავით მსხალაძე გახდა. სპორტსმენმა აბსოლუტურ წონით კატეგორიაში ყველა ბრძოლა მოიგო. მეორე ადგილი ვალერი საფოევმა მოიპოვა, მესამეზე კი ედგარ უსტიანი გავიდა.
ამასთან ედგარი ტურნირის საუკეთესო მებრძოლად დასახელდა. აჭარის კონტაქტური კარატეს ფედერაციის მწვრთნელს კი საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება ოფიციალურად მიენიჭა.
აჭარის თასის გათამაშებაში 20-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. მარტში სპორტსმენები საქართველოს ჩემპიონატზე იასპარეზებენ, სადაც ევროპის ჩემპიონატის საგზური გათამაშდება. ევროპის ჩემპიონატს ჩვენი ქვეყანა ივნისის ბოლოს უმასპინძლებს.