რეკომენდაციები სკოლებს

12 თებერვალი 2021, 15:01 1095 ნახვა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები პირბადის ტარებისგან თავისუფლდებიან-გამონაკლისი მათთვის განათლების სამინისტრომ დაუშვა. მშობელმა, რომლის შვილსაც ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია პირბადის ტარება, ამისთვის  განცხადებით უნდა მიმართოს სკოლას. სკოლას უფლება აქვს სასწავლო პროცესი მათთვის ინდივიდუალური საჭიროებებისა და სანიტარულ-ჰიგიენური სტანდარტების გათვალისწინებით დაგეგმოს.

დღევანდელ ბრიფინგზე განათლების მინისტრის მოადგილემ ასევე განაცხადა, რომ მშობლებს  ყოველ ოთხშაბათს  აქვს  შესაძლებლობა, გააკეთოს არჩევანი დასწრებით  და დისტანციური სწავლებას  შორის. გაკვეთილების ონლაინ ფორმატით ჩატარება შეუძლიათ იმ მასწავლებლებსაც, რომლებიც რისკჯგუფში იმყოფებიან. მათ სკოლის ადმინისტრაციას  შესაბამისი სამედიცინო დასკვნა უნდა წარუდგინონ. 

ეკატერინე დგებუაძის თმიქთ, 13 ქალაქიდან მოსწავლეთა 12%-მა გამოთქვა სურვილი, რომ სწავლა დისტანციურ რეჟიმში განაგრძოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში