ნიკა მელია გადაწყვეტილების მოლოდინში

12 თებერვალი 2021, 11:44 710 ნახვა

ნიკა მელიასთვის დაკისრებული 40 ათას ლარიანი გირაოს გადასახდელად ვადა რამდენიმე საათში იწურება. გადაუხდელობის შემთხვევაში, პროკურატურამ მისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით უნდა შეცვალოს. ნიკა მელია აცხადებს, რომ გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს, თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამის გაკეთებას მისი მომხრეები გეგმავენ.რის გამოც ის მოუწოდებს ყველას არ სცადონ მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. ევროპული საქართველოს წევრები ამბობენ, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არის პოლიტიკური დევნილი, ქართული ოცნება კი ურჩევს მელიას გირაო გადაიხადოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში