"ევროპული საქართველოს" წევრები ფიქრობენ, რომ პარტიაში აუცილებელია განახლება და ცვლილებები. შეეხება თუ არა ეს ცვლილებები პოლიტსაბჭოს, დაკომპლექტება თუ არა ის ახლებურად და ჩანაცვლდებიან თუ არა ძველი კადრები ახლით - პარტიაში ამბობენ, რომ სტრუქტურული ცვლილებები იქნება, თუმცა პერსონიფიცირებისაგან თავს იკავებენ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ დავით ბაქრაძე ტოვებს პარტიას. თუმცა ამას ამ დრომდე არავინ ადასტურებს. ამ წუთებში ევროპული საქართველოს ლიდერები პარტიაში შეხვედრას მართავენ.