“ნაციონალური მოძრაობის” წევრის თქმით, აჭარის უმაღლეს საბჭოს 4 წლის განმავლობაში რეგიონისთვის სასარგებლო 4 ინიციატივაც კი არ მიუღია. პეტრე ზამბახიძე მოუწოდებს მოსახლეობას არჩევანი ძლიერი ოპოზიციის სასარგებლოდ გააკეთონ. დეპუტატი კაკო ძნელაძე ზამბახიძის საპასუხოდ ასახელებს 4 წლიანი საქმიანობის შედეგებს. ოპონენტის განცხადებას ეხმაურება ცოტნე ანანიძე.