სოფელ ცხრაფონასა და წყავროკაში ცოფზე ცხოველების სავალდებულო, მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო.
დღეს, სოფელ ცხრაფონაში, მოსახლემ საკარმიდამო ნაკვეთში, კიდევ ერთი გარდაცვლილი ტურა იპოვა და სურსათის ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლებს შეატყობინა. სპეციალისტებმა გარდაცვლილი ცხოველისგან სინჯები აიღეს და სოფლის მეურენეობის ლაბორატორიაში გაგზავნეს.
ქობულეთის მერიის ინფორმაციით, კარანტინის გამოსაცხადებლად სპეციალური ბრძანება უნდა გამოიცეს, რომელსაც რამდენიმე საათში მიიღებენ. ასევე ქობულეთის მერიის მიერ გამოიყო მონადირეთა ჯგუფიც, რომლებიც მოახდენენ, კანონის შესაბამისად, იმ ცხოველების ლიკვიდაციას, რომელიც საფრთხეს წარმოადგენენ, როგორც შინაური ცხოველისთვის, ასევე ადამიანებისთვის.
კარანტინი არ გულისხმობს სოფლის ჩაკეტვას. სოფელში შესვლა და გამოსვლა არ აიკრძალება. საკარანტინო პერიოდში აღნიშნულ სოფლებში შეიზღუდება რძის და ხორცპროდუქტების რეალიზაცია.
რამდენიმე დღის წინ ცოფის შემთხვევა დადასტურდა სოფელ ჯიხანჯურშიც. სოფელში 60 დღიანი კარანტინია გამოცხადებული.
სოფელ წყავროკასა და ცხრაფონაში 2500-მდე მოსახლე ცხოვრობს.