ქობულეთის ''შუქურა'' თურქეთში 5 მატჩს გამართავს

08 თებერვალი 2021, 20:03 1507 ნახვა

ეროვნულ ლიგაში დაწინაურებული ქობულეთის "შუქურა“ ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

"შუქურა" ქალაქ ანტალიასთან მდებარე დაბა ბელეკში 18 თებერვლის ჩათვლით დარჩება.

გიორგი შაშიაშვილის გაწვრთნილი გუნდი ხუთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ამ დროისთვის 4 მეტოქის ვინაობა ცნობილია.

10 თებერვალი ქობულეთის "შუქურა" - "ვპკ აგრო" (უკრაინა)

13 თებერვალი ქობულეთის "შუქურა" - "ტარაზი" (ყაზახეთი)

15 თებერვალი ქობულეთის "შუქურა" - "არისი" (ყაზახეთი)

15 თებერვალი  ქობულეთის "შუქურა"  - "ნეფტეხიმიკი" (რუსეთი)

მეხუთე მატჩის შესახებ ინფორმაცია კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი