მიანმარში მომიტინგეები წყლის ჭავლით დაშალეს

08 თებერვალი 2021, 15:26 922 ნახვა

პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მიანმარის დედაქალაქში, სადაც  მესამე დღეა  ათობით ათასი ადამიანი ქვეყანაში  ერთი კვირის წინ სამხედროების მიერ ქვეყნის არჩეული ლიდერის აუნგ სენ სუ კიის ჩამოგდებას აპროტესტებენ. სამხედრო გადატრიალების შემდეგ  სამოქალაქო დაუმორჩილებლობის  კამპანია დაიწყეს მედიცინის მუშაკებმა  და სახელმწიფო  სექტორში ყველა დასაქმებულს  მათი კამპანიის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ.  აქციის მონაწილეები სამხედრო რეჟიმის გაუქმებას და დაპატიმრებული  პოლიტიკოსების გათავისუფლებას მოითხოვენ.  სამხედრო რეჟიმის წინააღმდეგ დედაქალაქის გარდა ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოდიან. მანდალაიში აქციის მონაწილეებს ბუდისტი ბერები, იურისტები და ახალგაზრდობაც შეუერთდნენ. პირველ თებერვალს მიანმარში სამხედროებმა ერთი წლის ვადით საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს და  ქვეყნის ხელმძღვანელობა ჩამოაგდეს, რაც  2020 წლის ნოემბრის არჩევნების მასშტაბური გაყალბებებით განმარტეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი