საარჩევნო რეფორმა-შეხვედრა პარლამენტში

08 თებერვალი 2021, 15:01 917 ნახვა

როგორ დასრულდა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით პარლამენტში შეხვედრა და დატოვებს თუ არა თამარ ჟვანია ცესკოს თავმჯდომარის პოსტს? აუდიენციის დასრულების შემდეგ ალეკო ელისაშვილმა ისევ თქვა, რომ თვითმართველობის არჩევნებამდე ცესკოს სრული რეორგანიზაცია განხორციელდება, თუმცა „ქართული ოცნება“ აღარ ადასტურებს, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი პირობა დადებული დოკუმენტით ჟვანიას გადაყენებას გულისხომბდა. დღეს ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილემაც თქვა, რომ შეხვედრაზე ცესკო-ს თანამშრომლების ან თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხი არ განხილულა. ამიტომ გაურკვეველი რჩება შესრულდება თუ არა ოპოზიციის ერთ ერთი მთავარი მოთხოვნა. მესამე სექტორი კი მემორანდუმში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი