“თუ არჩევნები გაყალბდა აქ რას აკეთებთ”? - წულუკიანი ელისაშვილს

02 თებერვალი 2021, 18:02 998 ნახვა

პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. საპარლამენტო ცხოვრებაში დღეიდან ჩაერთო პარტია მოქალაქეები. „თუ არჩევნები გაყალბდა, აქ რას აკეთებთ?“ — ასე მიმართა  თეა წულუკიანმა  ალეკო ელისაშვილს, რომელიც, როგორც აცხადებს, დღეს პარლამენტში თავაწეული მივიდა. 

ელისაშვილი ამბობს რომ  წულუკიანმა დღეს ვერ გაბედა საჯაროდ დაესახელებინა საკუთარი ტელეფონის ნომერი. იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა,  ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერი გაასაჯაროვა. რის გამოც მთავარი არხის დამფუძნებელმა ნინო ლომჯარიას მიმართა, დაადგინოს, მისი პირადი ინფორმაციის გასაჯაროება რამდენად სწორია.

სხდომაზე საკუთარი ნომერი გამოაცხადა დღეს ალეკო ელისაშვილმა, იმისთვის, რომ მას მოქალაქეები დაუკავშირდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი