ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეჩერებისგან თავის შეკავებით „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს დრო გააჭიანუროს და ქვეყანაში ერთპარტიული პარლამენტი არ გააფორმოს ამბობენ ოპონენტები. აცხადებენ, რომ სინამდვილეში ეს არის დრო „ქართული ოცნებისთვის“, პარლამენტში დახლს ქვემოთ ვაჭრობა გააგრძელონ. არასამთავრობო სექტორი საუბრობს უმრავლესობის ვალდებულებაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილება შეუწყვიტონ, რადგან პარლამენტის წევრებს საკუთარი მანდატის განკარგვის თავისუფალი შესაძლებლობა მიეცეთ.