შსს-ს მომსახურების სააგენტო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს

30 იანვარი 2021, 15:05 986 ნახვა

შსს მომსახურების სააგენტო პირველი თებერვლიდან, კორონავირუსის პრევენციის გამო შეჩერებული სერვისების ეტაპობრივ განახლებას იწყებს. სააგენტო  მოქალაქეებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მოემსახურება. ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასთან, განბაჟებასთან, რეექსპორტსა და ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურები; სრულად აღდგება იარაღის რეგისტრაცია იმ  მოქალაქეებისთვის , ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს შესაბამისი ნებართვის გამოცდა, ან არ საჭიროებს გამოცდის ჩაბარებას.

ასევე, შესაძლებელი იქნება მომსახურების სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ფარგლებს გარეთ მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერება. მომხმარებლებისთვის კვლავ შეზღუდული იქნება მართვის უფლების მისაღებ თეორიულ გამოცდაზე გასვლა, მაგრამ  პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ თუ თეორიული გამოცდა ჩაბარებული აქვთ. რაც შეეხება მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემ ცნობებს, განაცხადის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული წესით.- ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი