კურიერების აქცია

29 იანვარი 2021, 17:55 996 ნახვა

მუშაობის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით გლოვოს კურიერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. კომპანიის სათაო ოფისთან ათეულობით კურიერი შეიკრიბა. მათი მოთხოვნებია: მომსახურების ტარიფის გაზრდა, ობიექტებზე ლოდინის დროის შემცირება და ბონუსების სისტემის შეცვლა.

გლოვოს კურიერებს შეკვეთისთვის ფიქსირებული 2 ლარი აქვთ, ხოლო ყოველ დამატებით კილომეტრზე 25 თეთრს იღებენ. რაც შეეხება ბონუსების სისტემას, მათი თქმით, ამისთვის არარეალური რაოდენობის — 180 შეკვეთა უნდა შეასრულონ. კომპანიაში აცახდებენ, რომ თანამშრომელთან შეხვედრაზე მზად არიან, თუმცა ამ ეტაპზე მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს ამბობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი