ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ შეთანხმება შედგა და პარლამენტში შედის

29 იანვარი 2021, 16:02 1567 ნახვა

„მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მისი პარტია მუშაობას პარლამენტში გააგრძელებს. 

"ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლები შევთანხმდით საბოლოოდ და შეთანხმება გავაფორმეთ "ქართული ოცნების" ლიდერებთან, არჩილ თალაკვაძესა და მამუკა მდინარაძესთან. შეთანხმება გულისხმობს, რომ მისი გაფორმების შემდეგ ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.

ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტური ცვლილება და შემდეგ იმედი მაქვს, მოგვეცემა იმის საშუალება, რომ დეტალურად განვმარტოთ, ელექტრონული არჩევნების წესი, ე.წ. კარუსელის პრევენციისთვის ხმის მიცემა მოხდება თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით, ყველა უბანზე იდგება ხმის დამთვლელი აპარატი, რაც იმას ნიშნავს რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრეს-კონფერენციას ხუთი საათის შემდეგ.

სამი კამერა იქნება, სადაც ,,ლაივსტრიმი'' იქნება ყველა უბნიდან, ისე რომ ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე.

ცესკო-ში საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი იქნება არა სამი პარტია როგორც დღესაა ''ქართული ოცნება'', ''ნაციონალური მოძრაობა'' და ''ევროპული საქართველო'' არამედ 7-ვე პარტია რომელმაც გადალახა ბარიერი.

ამ დოკუმენტში წერია, რომ რა საკითხებზეც შევთანხმდით, ამის ინიცირება უნდა მოხდეს პირველ მარტამდე, განხილვა კი პირველ მაისამდე უნდა დასრულდეს. თუ არ მოხდა ინიცირება, როგორც შევალთ ისევე გავალთ", - განაცხადა ელისაშვილმა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი