პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, უფასო სასადილოები კვლავ დაკეტილი რჩება. მუნიციპალური სასადილოების ბენეფიციარებისთვის, საკვები პროდუქტების გაცემა ისევ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. ბათუმში სულ 6 სასადილო ფუნქციონირებს , საერთო ჯამში კი სასადილოები 6 258 ბენეფიციარს ემსახურება. სოციალური სერვისების სააგენოტის დირექტორის თქმით, მარტიდან ამ ნუსხას 456 ადამიანი დაემატება.