კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება

28 იანვარი 2021, 11:44 784 ნახვა

კანის საერთაშორისო კინოფესტივალი 6-17 ივლისს გაიმართება. იგი 11-22 მაისს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის მთავრობა მესამე საყოველთაო კარანტინის დაწესების საკითხს განიხილავს, რომლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში