„ქართული ოცნება“ ახალ რეგლამენტს ამტკიცებს

28 იანვარი 2021, 11:39 820 ნახვა

ცვლილებებს, რომელიც მხოლოდ მეათე მოწვევის პარლამენტისთვის შემუშავდა, დღეს  დაჩქარებული წესით უყრიან კენჭს. რის შედეგადაც, უფრაქციო დეპუტატებს უფლება ეძლევათ საკუთარი კანდიდატურა წარადგინონ საპარლამენტო თანამდებობებზე. საჭირო რაოდენობა კი 4 დეპუტატია. უპირატესობა უკვე იგრძნეს მათ, ვისთვისაც ეს ცვლილებები შემუშავდა. "ევროპელმა სოციალისტებმა" სასურველი კომიტეტები უკვე შეარჩიეს. პარლამენტს გარეთ დარჩენილი ოპოზიცია ცვლილებებს პოლიტიკურ მოსყიდვას უწოდებს და ამბობს, რომ მათ რეგლამენტში შესწორება პარლამენტში შესვლის ჯილდოდ მიიღეს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი