თურქი ექიმების მტკიცებით დაამზადეს ცხვირის წვეთები, რომელიც კოვიდ-19-ს ერთ წუთში კლავს

27 იანვარი 2021, 15:00 14639 ნახვა

თურქეთის  ქალაქ  ბურსის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის კათედრის თანამშრომლებმა ცხვირის წვეთები დაამზადეს, რომელსაც მათივე მტკიცებით, კორონავირუსის განადგურება ერთ წუთში შეუძლია. 

სპრეიზე- სახელწოდებით გენოქსინი,  რომელიც სრულად ანადგურებს ვირუსს,  პროფესორი  სეჰიმე გიულსულ ტემელი ორ კოლეგასთან აჰმეტ იუმიტ საბანჟისთან და გიუნეით ოზაკინთან ერთად მუშაობდა.  მეცნიერთა თქმით, კვლევები პანდემიის დაწყებამდე დაიწყო. თავდაპირველად პრეპარატს ანტიბაქტერიული დანიშნულება ჰქონდა, ხოლო პანდემიის დაწყების შემდეგ სპეციალისტებმა მისი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ გამოყენების ეფექტურობაზე იზრუნეს.   სპრეი ვირუს ცხვირისა და პირის ქსოვილებზე კლავს, რაც ხელს უშლის მის გავრცელებას და რაოდენობას ამცირებს.  ნანოტექნოლოგიების დახმარებით პრეპარატი  კიდევ უფრო სრულყოფილი გახდა. თურქი მკვლევარების განცხადებით, ცხვირის წვეთები ეფექტურია  არა მარტო კოვიდ-19-ის, არამედ სხვადასხვა ბაქტერიისა და სოკოს წინააღმდეგაც.

 

წყარო: https://www.dailysabah.com/life/health/nasal-spray-developed-in-turkey-kills-coronavirus-in-1-minute?fbclid=IwAR0HcUZqQXYZqWayLaFKZGcyLnNXs9Hkspb27kz-LJb_juzeBhKMnQIu0Vs

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში