ესტონეთს ქალი პრემიერი პირველად ჰყავს

25 იანვარი 2021, 17:53 988 ნახვა

ესტონეთის ისტორიაში პირველად, ქვეყნის მთავრობას ქალი უხელმძღვანელებს.ქვეყნის მთავარმა პოლიტიკურმა პარტიებმა მთავრობის ფორმირებისთვის შეთანხმებას მიაღწიეს.ოპოზიციური მემარჯვენე ცენტრისტული „რეფორმის პარტიის“ და მმართველი მემარცხენე „ცენტრის პარტიის“ საბჭოები დათანხმდნენ სამთავრობო კაბინეტში შესვლას, რომელსაც დანიშნული პრემიერ-მინისტრი და „რეფორმის პარტიის“ თავმჯდომარე, კაია კალასი უხელმძღვანელებს.

15-წევრიან მთავრობაში კალასის პრემიერ-მინისტრის პოსტის გარდა, ორივე პარტიას უნდა ჰქონდეს შვიდი პორტფელი, რომელიც 101 ადგილიან რიგიკოგუს პარლამენტში უმრავლესობას მიიღებს. კაია კალასი იურისტია, ის ევროპარლამენტის დეპუტატი იყო.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი