მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 63 მილიონ ადამიანს ჩაუტარდა

24 იანვარი 2021, 20:00 837 ნახვა

ევროსაბჭოს თავმჯდომარე შარლ მიშელი იმედოვნებს, რომ ევროკავშირში კორონავირუსის საწინააღმდეგო მესამე ვაქცინაზე დადებითი რეკომენდაცია მალე გაიცემა და მომდევნო კვირას, ან იანვრის ბოლოს უკვე ბაზარზე გამოჩნდება. ამის შესახებ მან ფრანგულ რადიოსადგურს განუცხადა.

მისი თქმით, ფარმაკოლოგიური კომპანიები ირწმუნებიან, რომ შეუძლიათ საკმაოდ მალე განახორციელონ არსებული ვაქცინების ადაპტაცია ვირუსის ახალი შტამისთვის და ოპტიმალურად ეფექტურები გახადონ ამ ვარიანტებთან მიმართებაში.  გამოცემა ბლუმბერგ-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 63 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა.

მათ შორის, აშშ-ში 21 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა, რაც მოსახლეობის 6.42%-ს შეადგენს. აშშ-ს ჩინეთი მოჰყვება 15 მილიონზე მეტი ვაქცინირებული პაციენტით, რაც მოსახლეობის 1.07%-ს შეადგენს.ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 3.4  მილიონი ადამიანი აიცრა, რაც მთლიანი მოსახლეობის 38%-ს შეადგენს.ისრაელის გარდა, ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და გაერთიანებულ სამეფოში მიმდინარეობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი