ფანგანის დაკავებას უკვე მოჰყვა შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ფაქტი მიუღებელი იყო, მაგრამ დაკავება უკვე პოლიტიკური დევნაა, ნიკა მელია მარტო ხელისუფლების მხრიდან დევნაზე კი არ საუბრობს იგი სოციალურ ქსელში წერს, რომ ფანგანის დაკავება იმ ხალხის ბრალია, ვინც მას საჯაროდ აკრიტიკებდა.
პოლიტიკურ მოტივებს გამორიცხავენ მმართველ გუნდში და სამართლებრივ საკითხზე აკეთებენ აქცენტს, რადგან მიაჩნიათ, რომ ირაკლი ჩავლეიშვილის უფლებები დაირღვა.