1 თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ბაზრობებსა და მოლებში დასაქმებულ მოვაჭრეებს ინტენსიური ტესტირება უნდა ჩაუტარდეთ. თავდაპირველად სახელმწიფო დაფინანსებით, თუმცა პირველი მარტის შემდეგ ტესტის ღირებულების დაფარვა დამსაქმებლის მოვალეობა იქნება.
კონკრეტულად ვის მოუწევს დასაქმებულთა ტესტირებისთვის თანხის გადახდა ჯერ მოვაჭრეებმა არ იციან. ე.წ ხოფის ბაზრობის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ შესაბამისი კონსულტაციები მიმდინარეობს. აქამდე მოვაჭრეების ტესტირება ნებაყოფლობითი იყო. სავალდებულო ტესტირების დაწესების შემდეგ გამოკვლეულ ადამიანებს ჯანდაცვის ორგანიზაციები სპეციალურ პორტალზე შეამოწმებენ.