აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია

21 იანვარი 2021, 11:36 1227 ნახვა

დღეს არის დემოკრატიის დღე, ისტორიისა და იმედის განახლების დღე. ამერიკა თავიდან გამოიცადა და ამერიკა გამოწვევის წინაშე დგას. დღეს ჩვენ ვზეიმობთ არა კანდიდატის ტრიუმფს, არამედ დემოკრატიის საქმის არსს. ხალხის ნება შესმენილი და გათვალისწინებულია, – ამის შესახებ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში თქვა. სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა დემოკრატიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და  კაპიტოლიუმის შტურმის საკითხსაც შეეხო.  საინაუგურაციო სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მის წინამორბედებს როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიიდან, მათ შორის მათაც, ვინც ინაუგურაციას ვერ დაესწრო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი