ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 67 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღემდე covid-19 33 834 ადამიანმა დაამარცხა.
კლინიკა დატოვა 14-მა პაციენტმა. ამ ეტაპზე კრიტიკულად იმყოფება და მართვით სუნთქვაზეა 2 პაციენტი.
კლინიკაში მკურნალობს 253 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში - 218, ხოლო ონლაინ კლინიკაში 562 პირი.