ერდოღანს ხელისუფლებიდან ჩამოშორება ემუქრება

19 იანვარი 2021, 14:57 1212 ნახვა

თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ქვეყნის პრეზიდენტს ხელისუფლებიდან ჩამოშორება უწინასწარმეტყველა.  დავუთოღლუს განცხადებით, ერდოღანს ემუქრება ხელისუფლებიდან ჩამოგდება იმ ძალთა ზეგავლენით, რომლებიც 1997 წლის თებერვალში ხავერდოვანი გადატრიალების უკან იდგა.  1997 წლის თებერვალში სამხედრო  მაღალჩინოსნებმა მემორანდუმი გამოსცეს, რომელიც ქვეყანაში ათათურქის  პრინციპების დაცვის გარანტიას იძლეოდა.სამხედროების ზეწოლის ქვეშ მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ნეჯმეტინ ერბაკანი იძულებული იყო ხელი მოეწერა ამ მემორანდუმისთვის. სამხედროებს არ დაუთხოვიათ პარლამენტი და არც კონსტიტუციის მოქმედება შეუჩერებიათ, თუმცა ოთხი თვის შემდეგ ერბაკანმა თანამდებობა დატოვა და მისი პარტიაც დაიშალა.პოლიტიკური დევნა შეეხო ერბაკანის თანაპარტიელებს, მათ შორის სტამბოლის მაშინდელ მერს და ახლანდელ პრეზიდენტს რეჯეპ თაიპ ერდოღანს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი