აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - 19 იანვარი

19 იანვარი 2021, 10:49 1273 ნახვა

ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 138 პაციენტი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით რეგიონში დღემდე covid19  33 767 მოქალაქემ დაამარცხა. 

19 იანვარს კლინიკა დატოვა 29 პაციენტმა. ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ დაწესებულებებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება 5 პაციენტი.

კლინიკაში მკურნალობს 269 ადამიანი, კოვიდ სასტუმროში - 237, ხოლო ონლაინ კლინიკაში - 596 მოქალაქე. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი