საქართველოში მალე „ფაიზერის“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა შესაძლებელი გახდება. - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. შეხვედრა აშშ-ის ელჩთან გაიმართა, რომელზეც ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებმა კელი დეგნანს ქვეყანაში კორნავირუსთან დაკავშირებული ვითარება გააცნო.
კელი დეგნანის შეფასებით, მნიშვნელოვანია მოსახლეობამ COVID-19-ის შეკავების შესახებ კონკრეტული გეგმა იცოდეს. დასძინა, რომ მსგავსი მზაობა მთელ მსოფლიოშია საჭირო, რადგან ეკონომიკისა და საგანმანათლებლო პროცესის აღდგენა სწორედ ამაზეა დამოკიდებული.