ტოჩინოშინმა 2021 წლის პირველი ბაშო გამარჯვებით დაიწყო

10 იანვარი 2021, 16:10 1166 ნახვა

სუმოში 2021 წლის პირველი სუპერტურნირი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დაიწყო.

პირველ საბრძოლო დღეს ლევან გორგაძემ გამარჯვება მოიპოვა. დაძაბულ ბრძოლაში ტამავაშის ლევანთან გამარჯვების შანსი ჰქონდა, თუმცა ტოჩინოშინმა ბოლო ეპიზოდში შემოატრიალა და დოჰიოდან გაიყვანა.

ხვალ გორგაძის მეტოქე მე-5 მაეგაშირა ოკინოუმი იქნება. ურთიერთშეხვედრებში ლევანი იაპონელს 9:7 ს უგებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში