ჩაქვის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები აჭარის განათლების მინისტრს მიმართავენ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე კვლავ ტარიელ ქათამაძე დანიშნოს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელის პოზიციაზე 15 წელი მუშაობდა.
მასწავლებლებს მიაჩნიათ, რომ მინისტრმა ქათამაძე აღნიშნულ თანამდებობაზე პირადი ანგარიშსწორების გამო აღარ დანიშნა და პოსტზე მენეჯერული გამოცდილების არმქონე ნათელა ტაკიძე წარადგინა.
პედაგოგების ნაწილი სკოლაში საორგანიზაციო-საგაფიცვო კომიტეტის შექმნას გეგმას, რომელშიც მშობლებიც უნდა ჩართონ. სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ სკოლის დირექტორის ყოფილი და მოქმედი მოვალეობის შემსრულებლები.
ქობულეთის რესურსცენტრში კი აცხადებენ, რომ სკოლის ადმინისტრაციასთან კონტაქტი აქვთ და ისინი გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან. მადონა გოგიტიძე ადასტურებს, რომ ახალი მოვალეობის შემსრულებელი არ არის სერთიფიცირებული დირექტორი, თუმცა ამბობს, რომ მოვალეობის შემსრულებელს, კანონი არ ავალდებულებს სერთიფიკატის წარდგენას. მანამ სანამ არ გახდება მოქმედი დირექტორი.