აიპი ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილედ ჯონი საბაშვილი დაინიშნა. ის საკადრო ცვლილებებამდე ბათუმის კულტურის ცენტრს ხელმძღვანელობდა. ჯონი საბაშვილი დირექტორის მოადგილე საფინანსო სამეურნეო დარგში იქნება.
როგორც ცნობილია, აიპს ახალი დირექტორი ჰყავს, მამუკა შამილიშვილი თენგიზ აფხაზავამ ჩაანაცვლა. საჯარო ბიბლიოთეკის ყოფილი დირექტორი კი საქმიანობას მუზეუმის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტზე დაინიშნა.