პანდემიის გამო თბილისში საახალწლო ღონისძიებები განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. წელს პირველად, დედაქალაქის მოსახლეობას საახალწლო კონცერტზე დასწრების საშუალება არ ექნება და მისთვის თვალყურის დევნება ტელეეკრანებიდან შეეძლება.
საახალწლო გალაკონცერტი 23:00 საათზე დაიწყება და სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ცნობილი და ახალბედა შემსრულებლები გამოვლენ.