უკრაინა ჩინურ ვაქცინას შეისყიდის. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ კომპანია სინოვაკ-ბიოტეკთან ვაქცინის მიწოდების შესახებ კონტრაქტი გააფორმა. უკრაინას მაქსიმალურად მოკლე ვადებში ჩინური ვაქცინის ერთი მილიონ 800 ათასი დოზა უნდა მიეწოდოს.
ვაქცინის ერთი დოზის ფასი 504 გრივნაა. კონტრაქტის თანახმად, ვაქცინის პირველი პარტია- 700 ათასი დოზა უკრაინას პრეპარატის ოფიციალური რეგისტრაციის შემდეგ 30 დღის განმავლობაში მიეწოდება.