COVID-19 ის მსოფლიო სტატისტიკა

30 დეკემბერი 2020, 11:43 966 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 82 მილიონს გადააჭარბა. ჯანმოს ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან კოვიდ - 19-ით 1.79 მილიონი პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო გამოჯანმრთელდა 58 მილიონზე მეტი ადამიანი. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 22 მილიონ 191 ათასს 047 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი