მთიან აჭარაში თოვს

23 დეკემბერი 2020, 14:29 877 ნახვა

მთიან აჭარაში თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 7-8 სმ-ია. ნალექს ამ დროისთვის შეფერხებები არ გამოუწვევია. მოსახლეობას მიეწოდება ელექტროენერგია პრობლემები არ არის გზებზეც.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ პანდემიისა და ტრანსპორტის გადაადგილების აკრძალვის გამო ზამთრისთვის მომზადება ვერ მოახერხეს და მატერიალური დახმარება სჭირდებათ.

ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, რომ მოქალაქეების განაცხადის საფუძველზე ეხმარებიან როგორც ფულადი სახით, ასევე სასურსათო პროდუქტებითაც. მანამდე კი  ოჯახების სოციალური მონაცემების შესწავლა ხდება. 

 

 

 

ფოტო: მელანო ებრალიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში