ვაქცინაციის პარალელურად კვლავ მზარდია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი მსოფლიოში. გასული დღე-ღამის განმავლობაში, ინფიცირების კიდევ 600 000 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 10 000-ზე მეტი პაციენტი.
მთლიანობაში კი მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 77 მილიონს მიაღწია. რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, როგორც შვეიცარიის მარეგულირებელ უწყებაში აცხადებენ, დღემდე არსებულმა მონაცემებმა ყველა გამოკვლეულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინის ეფექტურობის მაღალი დონე აჩვენა.