გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

18 დეკემბერი 2020, 14:25 1185 ნახვა

გიორგი რურუას ცემის საქმეზე დაკავებულ მერვე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, დაცვის მხარე კი 2000-2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მერვე პენიტენციური დაწესებულების ორი თანამშრომელი – ლევან გელაშვილი და შალვა მარგველაშვილი სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებუბლებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც გულისხმობს სამსახურებრივ გულგრილობას, ე.ი. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებითი დარღვევა გამოიწვია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი