ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმსახური, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ზურაბ პაპიძე კორონავირუსით გარდაიცვალა - ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი ავრცელებს.
''მამა ზურაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით დაინფიცირებამ, რის გამოც იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა'' - აღნიშნულია ინფრმაციაში.
რამდენიმე კვირის წინ COVID-19-ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის წევრი, ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე სამადბეგიშვილი, მღვდელი დავით მაჩიტაძე, დეკანოზი ანდრია ქვლივიძე ემსხვერპლნენ.