ავტოავარია ბათუმში -დეპუტატობის კანდიდატი მართვის მოწმობის გარეშე?

22 ოქტომბერი 2016, 00:00 4228 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოძიება დაიწყო ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით. ავარიის დროს ერთ-ერთ ავტომანქანას სავარაუდოდ “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიშა ბოლქვაძე მართავდა, რომელსაც ჩვენი ინფორმაციით,  მართვის მოწმობა არ აქვს. იგი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს, თუმცა ერთ-ერთ ტელეკომპანიასთან ადასტურებს, რომ მართვის მოწმობა არ აქვს, არ აკონკრეტებს, იჯდა თუ არა თავად საჭესთან, მაგრამ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს.  ავარიის შედეგად ერთი პირი დაშავდა, დაზარალებულს, როგორც ბათუმის სასწარაფო დახმარების ცენტრში განმარტეს, მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.  

ამავე კატეგორიაში