აჭარის მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა

15 დეკემბერი 2020, 16:04 1101 ნახვა

აჭარის მთავრობას უფლებამოსილება შეუწყდა. 

მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები, ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე, მოვალეობის შემსრულებლები იქნებიან.

ახალი კონსტიტუციის თანახმად, ახალი მოწვევის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ცნობიდან 2 კვირის ვადაში, პრეზიდენტი უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგენს მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატურას და მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატის მიერ დასახელებულ მინისტრთა კაბინეტს.

აჭარის მთავრობის დამტკიცებას კენჭი ეყრება ერთიანად. მთავრობა დამტკიცებულად ითვლება თუ მას მხარს დაუჭერს სრული შემადგენლობის უმრავლესობა.

კანონმდებლობის მიხედვით, ახლადარჩეული უმაღლესი საბჭოს  უფლებამოსილების დამტკიცების შემდეგ, მთავრობას უფლებამოსილება ავტომატურად უწყდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში