ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 161 681-მდე. სამწუხაროდ, არის კორონავირუსით გარდაცვალების 49 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 მოქალაქე ემსხვერპლა.აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შემცირებულია.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა ,რომ იმის მიუხედავად, რომ შაბათ-კვირას ჩატარებული ტესტების რაოდენობა სხვა დღეებთან შედარებით ნაკლებია, ეს მაჩვენებელი 30- 35 პროცენტი იყო, ბოლო პერიოდში კი 20 პროცენტამდეა შემცირებული. ჯერ-ჯერობით დამშვიდების საშუალება არ გვაქვს და რეკომენდაციების გათვალისწინება კვლავ აუცილებელია.