ბოლო 24 საათში კორონავირუსზე ტესტი საქართველოში 18 894 ადამიანს ჩაუტარდა და მათგან 4 146-ს კოვიდ 19 დაუდასტურდა. ეს არის 424-ით ნაკლები შემთხვევა გუშინდელ დღიურ მაჩვენებელთან შედარებით.
იკლო კოვიდინფიცირებულთა გარდაცვალების რიცხვმაც და ამავე პერიოდში 37 ინფიცირებული გარდაიცვალა. 2 ათას 129 ადამიანმა კი ბოლო დღე- ღამეში კორონავირუსი დაამარცხა.
ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა რაოდენობა შემცირდა აჭარაშიც და მას გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს.
რეგიონში კოვიდ-19 ბოლო დღე-ღამეში 313 ადამიანს დაუდგინდა, 530 კი გამოჯანმრთელდა.