თავდაცვის ძალებში სპორტული დარბაზები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა

10 დეკემბერი 2020, 11:37 935 ნახვა

თავდაცვის ძალებში სასპორტო დარბაზები უახლესი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა. თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით,  ინფრასტრუქტურის განახლება ახალი სპორტ დარბაზების აშენებასა და უახლესი სპორტული ინვენტარით აღჭურვას ითვალისწინებს. გორში სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე უკვე   აშენდა და გარემონტდა ახალი დარბაზი. თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფში არსებული სპორტული კომპლექსები სავარჯიშო ინვენტარით უახლოეს პერიოდში ეტაპობრივად აღიჭურვება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში