ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმში სოციალური სახლის მშენებლობა სრულდება. დღეს პროექტი თორნიკე რიჟვაძემ დაათვალიერა.
სოციალურ სახლში ბინა 39 ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცემა. პროექტის ღირებულება 2 977 792 ლარია.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2016 წლიდან ეკომიგრანტებისთვის აშენდა უკვე 3 სოციალური სახლი, სადაც 73 ოჯახი ცხოვრობს.